პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში წლიურ ანგარიშს წარადგენს. შალვა პაპუაშვილის გამოსვლა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა მოცულობითი სამუშაო გასწია. საკანონმდებლო ორგანომ მიიღო რეკომენდაციებთან დაკავშირებული კანონები, ასევე, კანონმდებლობა განახლდა როგორც ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოების სფეროებში. კრიტიკულია ოპოზიციის შეფასებები.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების უმეტესობას მმართველი გუნდი არ განიხილავს.