პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა
ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში, ტერიტორიული მთლიანობა, ევროინტეგრაცია, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, – ეს ნაწილია იმ საკითხების, რაზეც სერბეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ილაპარაკა.
ირაკლი კობახიძემ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი არსებობს.
რა გზავნილებით წარდგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთის ეროვნულ ასამბლეაში,- სანდრო ჯუფალაკიანი ბელგრადიდან.