შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას გაეცნო. პაპუაშვილი ასევე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში გამყოფ ხაზთან, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა.