პარლამენტის თავმჯდომარე, პირველი ვიცე-სპიკერი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლის სკოლებსაც ესტუმრნენ. დეპუტატებმა ადგილობრივების საჭიროებები და პრობლემები პირადად მოისმინეს. დღის ბოლოს პარლამენტის დელეგაცია გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.