„ქედელის“ შშმ პირთა სოციალური სახლისა და შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერის“ ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა. შალვა პაპუაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალურ სახლსა და წნორის შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერას“ ეწვია.
ბენეფიციარებს მან საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირველადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი და გიორგი ხელაშვილი, ასევე სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.