პარლამენტის თავმჯდომარე: პრინციპულ საკითხებზე გუნდში შეთანხმება მიღწეულია
პრინციპულ საკითხებზე გუნდში შეთანხმება მიღწეულია, – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობაში ახალ სახეებთან დაკავშირებით მსჯელობა ისევ გრძელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუნდი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ გეგმას კი პრემიერი საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.