საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეიდან ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. შალვა პაპუაშვილი მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, იმ გეგმებზე, რაც ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს აქვს შესასრულებელი. ქართულ დელეგაციასთან ერთად, დისკუსიაა დაგეგმილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთანაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ორი დღეს გაგრძელდება.