პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებასა და მის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც, ასევე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

კონგრესმენთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.