პარლამენტის სპიკერის ბრძანება

პარლამენტის თავმჯდომარის ახალი ბრძანება კამათის მიზეზი იყო დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. შალვა პაპუაშვილმა ბრძანება პარლამენტის შიდა განაწესზე გამოსცა. დოკუმენტი არადეპუტატ პირს უკრძალავს საკანონმდებლო ტრიბუნის გამოყენებას. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ბრძანება საფრთხის შემცველია მედიის მუშაობის მიმართულებით. სპიკერის განმარტებით, ჟურნალისტებს არაფერი ეკრძალებათ, თუმცა, აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც პოლიტიკოსები არიან და თან პარლამენტის თანამშრომლები, უფლება არ ექნებათ მედიასთან კომენტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ სივრცეში გააკეთონ. მისი განმარტებით, საკუთარ განცხადებაში სერგო ჩიხლაძეს და ბერდია სიჭინავას გულისხმობს.