პარლამენტის სხდომების გაცდენის საპატიო და არასაპატიო მიზეზები ახლებურად ყალიბდება. წესდება ფულადი ჯარიმები. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები დღეს ინიცირდება.
ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილისა და გიორგი კახიანის მიერ მომზადებული პროექტით, დეპუტატთა მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალიდან ხდება ოჯახური მდგომარეობის ჩანაწერის ამოღება, რასაც კანონმდებლები ყველაზე ხშირად უთითებენ. შესაბამისად, მათ არ ექვითებოდათ ხელფასი.
ინიციატიცით, კონკრეტდება, რომ სხდომის გაცდენა შესაძლებელია ოჯახის წევრის გარდაცვალების, ოჯახის წევრის დაბადების ან ავადმყოფობის შემთხვევაში, რაც შესაბამისი ცნობით უნდა იყოს დადასტურებული.
ამასთან, ცვლილებებით, პარლამენტის წევრი ვალდებული ხდება, პლენარულ სხდომაზე გაიაროს თითოეული ჩატარებული რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ დაწესდება სანქცია.
5, 10 და 20 პროცენტიანი ფულადი ჯარიმებია ასევე განსაზღვრული სხდომების გაცდენისთვის, რეგისტრაციის არგავლისთვის ან სხვისი პულტით სარგებლობისთვის.
ცვლილებებით, სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ სხდომების გამცდენი დეპუტატების სია ყოველთვიურად მომზადდება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.