პარლამენტის სხდომა - პოლიტიკური განცხადებები

პოლიტიკური დებატები პარლამენტში.

დისკუსიის მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოში დღეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა იყო. როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა მათი მხრიდან ისმის კონკრეტული დათქმები. მმართველი გუნდი შერიგების წინაპირობად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანაშაულების აღიარებასა და ბოდიშის მოხდას ასახელებს. ოპოზიცია კი „ქართულ ოცნებაზე“ განსახორციელებელ წნეხზე საუბრობს და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. ისინი საპარლამენტო ბოიკოტს განაგრძობენ.