პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა.
„ქართული ოცნება“ სხდომაზე არ მივიდა, რაც მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. სხდომის გამართვის ინიციატორი ოპოზიციური პარტიები იყვნენ, მათ მოთხოვნას პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი, თუმცა რეგლამენტის წესებზე დაყრდნობით მმართველმა პარტიამ დღეს მისი ჩატარების საჭიროება ვერ დაინახა. სხდომაზე ოპონენტები უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადებას მიღებას და პრემიერის მისვლასაც ითხოვდნენ. ოპოზიცია მმართველ პარტიას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები დღევანდელი სხდომის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისა და პროვოკაციებისთვის გამოყენებას აპირებდნენ.