უკვე ოთხი საათია, პარლამენტი მუხლობრივად განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს. შესწორებულ ვარიანტში უკვე გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი.
საკანონმდებლო ორგანოში სხდომა ახლა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად, არსებულ პროექტზე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა-განწესების საკითხი უნდა დაარეგულიროს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას ელოდება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია პარლამენტში დილიდან იმყოფება.