ხმაური, ფიზიკური დაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მძაფრი სუნი პარლამენტში.
საკანონმდებლო ორგანოსთან თუ მის შიგნით დღეს ვითარება დაძაბული იყო. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის კენჭისყრას აპროტესტებენ. განვითარებული მოვლენების მიუხედავადად საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიული კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი 14-კაციანი სია კენჭისყრაზე გაიტანა და უზენაეს სასამართლოში უვადოდ 12 კანდიდატი დაამტკიცა. მანამდე კი უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.
თეონა მანაგაძე გვერთვება დეტალებით.