პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მომსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე, 13 დეპუტატის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონის პროექტი, პირველი მოსმენით განიხილა.

საკითხის წარდგენა, ეკა ბესელიას თითქმის ცარიელ დარბაზში მოუწია. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. სხდომას დაახლოებით 10 დეპუტატი დაესწრო.

ბესელია აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ალტერნატიული პროექტი სასამართლო სისტემას გააჯანსაღებს.