პარლამენტის შეკრების წესი - რას ითვალისწინებს კონსტიტუცია

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.

ოპოზიცია ამჯერადაც ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტები მანდატებზე უარს ამბობენ და სიების ჩახსნას გეგმავენ. თუმცა პირველ სხდომამდე გამსვლელ დეპუტატთა სიების ჩახსნა შეუძლებელია. ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი საკანონმდებლო ორგანოს შეკრებას საფრთხეს ვერ შეუქმნის. 150 პარლამენტარის უფლებამოსილებას პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა უბრალო უმრავლესობითაც ცნობს. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ – 89, „მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის“ კოალიციას – 19, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16, „ლელო – ძლიერ საქართველოს“ – 14 და გახარიას პარტიას 12 მანდატი ერგო.