დღესვე დეპუტატების კითხვებს ზვიად კუპრავამ უპასუხა.
„რეფორმატორების ცენტრის” დამფუძნებელი ხორავას ქუჩის საქმეს დამოუკიდებლად იძიებდა, ამიტომ, შეკითხვები, ძირითადად, მის მიერ მოძიებულ აუდიოჩანაწერს და გამოძიებასთან დაკავშირებულ მწვავე განცხადებებს ეხებოდა.
კუპრავამ ამჯერად დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე დაასახელა ის არგუმენტები, რომელთა გამოც, მისი აზრით, ძიებას თავიდანვე არასწორი მიმართულება მიეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამის, მირზა სუბელიანის ინტერესებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სუბელიანს გამომძიებელზე გავლენის მოხდენა შეეძლო.
კითხვა დაისვა სისხლიანი გარჩევის კიდევ ერთ მონაწილეზე – მ.კ-ზე, რომლის პასუხისგებაში მიცემა ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა. სწორედ ეს საკითხი გახდა დღევანდელ სხდომაზე მწვავე კამათს მიზეზი.