არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, პარლამენტი დადგენილებას დღეს მიიღებს. შემდეგ კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობისა და ოპოზიციის კვოტები განისაზღვრება.
კომისიის მუშაობაში ერთვებიან „ევროპელი სოციალისტები“. კიდევ ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ კი პროცესს არ უერთდებიან. ოპოზიციის ბოიკოტის საპასუხოდ კი, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და, შესაბამისად, გაყალბების ფაქტებიც არ არსებობს.