შინაგან საქმეთა სამინისტროში თავიდან დაწყებული ძიების პარალელურად, გახმაურებული მკვლელობების საქმეზე საკუთარი გამოძიების შედეგი უნდა წარმოადგინოს პარლამენტმაც.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში კვოტები გადანაწილებულია.
კომისიას ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. უმცირესობა კი უმრავლესობით, ანუ ცხრა წევრით იქნება წარმოდგენილი.
17-წევრიანი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს ამბობს „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ბოლო დღემდე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო. თუმცა ბოლო მომენტში, ანუ საკითხის კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.