წინასაარჩევნო დაპირისპირების ახალი თემა – პოლიტიკური სპექტრი ამჯერად იმაზე ვერ თანხმდება, უნდა დაინიშნოს თუ არა სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის სახელით გავრცელებული ათასობით ფარული მასალის საქმეზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა.
ამ მომენტისთვის შეგროვებულია მხოლოდ 24 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა, „ლელოს“ ინიციატივის მხარდასაჭერად კი მინიმუმ 38 ხელმოწერაა საჭირო. იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ხელმოწერისგან თავს იკავებენ, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. ინიციატივის ავტორთა აზრით, სავარაუდო ფარული მიყურადების ამსახველი ფაილების გარშემო პრემიერის და სუს-ის ხელმძღვანელის მონაწილეობით პოლიტიკური დებატების გამართვაა საჭირო. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე მმართველი გუნდი რეზონანსულ საქმეზე საპარლამენტო მექანიზმის გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავს.