სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების შესახებ ინიციატივა დღეს რიგგარეშე სესიაზე, განმეორებით კენჭისყრაზე დადგება.
რამდენიმე დღის წინ, მმართველი გუნდის წინადადება პარლამენტში ჩავარდა, რასაც უმრავლესობა ტექნიკურ პრობლემას უკავშირებს. ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას გაუაზრებელს უწოდებს.
ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.