პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განხორციელება

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განხორციელება. შესაბამისი პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. დოკუმენტი 225 გვერდიანია.

ინიციატივის მიხედვით, ერთი მხრივ, იზრდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. მეორე მხრივ, იხვეწება საკანონდებლო საქმიანობა.

ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, წელიწადში, ივნისის თვეში წარდგეს პარლამენტის წინაშე და წლის მანძილზე საკანონდებლო ორგანოს წარუდგინოს ანგარიშიც.

ამასთანავე, ჩნდება ვალდებულება მინისტრების მიმართ. იმოქმედებს მინისტრის საათი, მისი გათვალისწინებით ყველა მინისტრი ვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარდგეს. ასევე, იზრდება პლენარული სხდომების დღეების რაოდენობა. ოთხშაბათის ნაცვლად, დეპუტატების სამუშაო კვირა სამშაბათს დაიწყება.

ცვლილებებს პარლამენტი ივნისში განიხილავს საბოლოოდ კი პროექტის დამტკიცება საშემოდგომო სესიაზე. დამტკიცების შემდეგ პროექტი სრულად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება.