პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის სხდომაზე დღეს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შედის. კანონპროექტი, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხებს არეგულირებს.

დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აგრძელებენ, თუმცა, ისინი დღეს საგანგებო სხდომას ერთჯერადად, პოზიციის დასაფიქსირებლად დაესწრებიან.

ნათია ქენქაძე დეტალებით.