რამდენიმე მცდელობის შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყო. რეგისტრაცია 77-მა დეპუტატმა გაიარა. ამ წუთებში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. 12 საათზე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. დეპუტატებმა რეგისტრაცია ორჯერ გაიარეს და კვორუმი ვერც ერთხელ ვერ შედგა. კვორუმის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო. ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია. სხდომათა დარბაზში დღეს თეონა აქუბარდია, „გირჩი“-ს წევრები და „ევროპელი სოციალისტები“ იმყოფებოდნენ.