ორბელიანების სასახლეში გამართულმა შეხვედრამ ოპოზიციის დილის გეგმა უცვლელად დატოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით წარმართული მოლაპარაკების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები პარლამენტთან საყვირებით მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან პიკეტირება მოეწყო. დააკავეს შვიდი ადამიანი. გაიშალა კიდევ ორი კარავი. პიკეტირება და სირცხვილის დერეფნის მოწყობა დესტრუქციულ და დიალოგის ხელისშემშლელ ქმედებად შეაფასა პრემიერმა. თუმცა, როგორც ირკვევა, ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაში ჯერ არაფერი იცვლება და
აქციები და სახელმწიფო უწყებებთან დაგეგმილი პიკეტები ძალაში რჩება. თუმცა, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები აქციის ფორმებში გარკვეულ ცვლილებებს აანონსებენ.