პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში

შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა. ძირითადი აქცენტი საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეაზე გაკეთდა. ღონისძიებაში 125-მდე ქვეყნის 600-მდე პარლამენტარი მონაწილეობდა. ქართული დელეგაცია, ოთხი სხვადასხვა კონტინენტიდან, 20-მდე საპარლამენტო დელეგაციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემებზე საუბართან ერთად საშუალება ჰქონდათ, კოლეგებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, საუბარი იყო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, ინიცირებული იყო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, რასაც ქართულმა მხარემ მხარი დაუჭირა.