პარლამენტის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტზე - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდებას ეხმაურებიან კანონმდებლები. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, დაშვებული იყო შეცდომა, რადგან კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე არ მოხდა საზოგადოებისთვის დოკუმენტის გაცნობა.
მათივე თქმით, თავად შინაარსში პრობლემა არაა და სამი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება რისკების დაზღვევის მიზნით შეცვალეს.