პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. კენჭისყრაზე დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ოფიციალური გაწვევისთვის საჭირო იყო, პირველი მოსმენით მიღებული პროექტი პლენარულ სხდომაზე ისევ გაეტანათ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩაეგდოთ.