პარლამენტის ბიუროს სხდომა

მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მიმართა და მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ შეცდომას უშვებს, როცა პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. სპიკერმა ისაუბრა დეკემბრის დღის წესრიგზეც და თქვა, რომ პარლამენტი მთავრობასა და 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს.