რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, – დოკუმენტის ინიცირება დღეს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე მოხდება. მთავარი საკითხი დეოკუპაციაა, – გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა. ასევე „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადისთვის მომზადებას იწყებს. იგეგმება სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და დასავლელ პარტნიორებთან. დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი პროექტის ინიცირება განხორციელდება. პროექტის მიხედვით, პარტია, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასევე, ხელფასს ვერ აიღებს დეპუტატი, რომელიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრება.