შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ პროფესიონალიზმისა და საკანონმდებლო ინსტიტუტის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და საკანონმდებლო ორგანოში 25-წლიანი სამსახურისთვის ჯილდოები გადასცა.
პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატსა და 11 დეპარტამენტს გადაეცა. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება პარლამენტის სასახლეში გაიმართა.