პარლამენტის აპარატის განცხადება

ხვალიდან, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. შესაბამის ბრძანებას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები, რაც შეეხება მედიას, – შენობაში თითო მაუწყებლიდან მხოლოდ ორი აკრედიტებული ჯგუფი შევა. „აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“. – ნათქვამია განცხადებაში.