ოპოზიცია იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი ვრცელი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი. არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ერთი წელი შეაჯამა. სპიკერმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა და საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე შეტანილი და შესატანი ცვლილებები შეახსენა. მათ შორის იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესებით დაკომპლექტება, ცვლილებები საკრებულოების არჩევის წესში და ხმის მიცემის პროცედურების შეცვლა – ანუ ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტში ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის შესვლის წინაპირობა გახდა და რომელიც პირველ მარტამდე კანონპროექტად უნდა იქცეს.
მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და ელჩების თანდასწრებით მიმდინარე სხდომას ეკა კოპალიანი ადევნებდა თვალს.