პარლამენტი თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს
15:10, 21.09.2018
პარლამენტი თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოტანის საკითხზე, მმართველ გუნდში გადაწყვეტილება მიღებულია. ინიციატივას ოპოზიცია აპროტესტებს.