პარლამენტი სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ ახალ დადგენილებას მიიღებს
პარლამენტი სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ ახალ დადგენილებას მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები სამხედრო ფიცს ახალი რედაქციის ტექსტის მიხედვით დადებენ, რაც თავის მხრივ, კონსტიტუციაში განხორციელებულ იმ ცვლილებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ტერმინი „სამხედრო ძალები“ ტერმინით „თავდაცვის ძალები“ შეიცვალა. ამასთან, კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი დებს სამხედრო ფიცს, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შეიძლება როგორც თავდაცვის ძალებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
როგორც პარლამენტის დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიზანშეწონილია ფიცის ტექსტში ტერმინი „შეიარაღებული ძალები“ სამხედრო სამსახურით შეიცვალოს.