პარლამენტი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

პარლამენტი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. თამარ ხულორდავას თქმით, ღონისძიების ფარგლებში, 4 და 5 დეკემბერს თბილისში 17 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები მოიყრიან თავს.

კონფერენციის მიზანია, ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის, განხილვა და  გამოწვევების შესახებ მსჯელობა. ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროპარლამენტის წარმომადგენლები.

სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.