პარლამენტში „საბაჟო კოდექსის“ პროექტის განხილვა დაიწყო.
დეპუტატების ნაწილი დაჩქარებული წესით დოკუმენტის განხილვას აპროტესტებს. მათ შორის არიან როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლები.
დეპუტატები ამბობენ, რომ კანონპროექტი საკმაოდ მოცულობითია და ორ დღეში მისი წაკითხვა და გაანალიზება შეუძლებელია.
საბაჟო კოდექსის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „საბაჟო კოდექსის“ მიღება კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას ემსახურება.