დიდი ალბათობით ხმაურიანად ჩაივლის ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესიც. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა ამ კვირაში იგეგმება. ოპოზიციის მხარდაჭერა არცერთ მათგანს არ აქვს. გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან. სწორედ ამ არგუმენტით ოპოზიციური პარტიები მათ უნდობლობას უცხადებენ, გასხვავებით ცესკო-ს წევრობის კანდიდატებისგან, რომელთა ნაწილს საკონკურსო კომისიაში მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარეც. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ მმართველ გუნდს ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარებული პარალელური დათვლის გამო არაერთი კითხვა და პრეტენზია აქვს.