საქართველო საფრანგეთის დედაქალაქში.
პარიზის წიგნის ცნობილ ფესტივალზე ქართული სტენდი პირველად დაიდგა. ბაზრობის სტუმრები უნიკალური და რარიტეტული ქართული გამოცემების ფრანგულ თარგმანებს და ქართველი მწერლების ცნობილ ნამუშევრებს გაეცნენ. ქართული მწერლობის ნიმუშებს და გამომცემლობების მიერ ჩატანილ ლიტერატურას საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა.