ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერაქტების – 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების სერიის მონაწილეს და სავარაუდო ორგანიზატორს ბრიუსელის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წარმოშობით მაროკოელი, საფრანგეთის მოქალაქე 28 წლის სალეჰ აბდესლამი ბელგიაში ტერორისტულ საქმიანობასა და მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს.
24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა მის თანამზრახველს. აბდესლამი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ციხეშია მოთავსებული.