პარიზის მშვიდობის ფორუმი

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან ერთად. სალომე ზურაბიშვილმა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის შეკითხვებს უპასუხა. აქცენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე გაკეთდა. „ჩვენ ვართ ევროპასთან და არასდროს ევროპის გარეშე“.- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.