პარიზი დღეს მოდის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია – საფრანგეთის დედაქალაქში ყველაზე ცნობილი მოდის სახლები შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. კვირეული რამდენიმე დღის წინ დაიწყო და პოდიუმზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც გამოჩნდა „იზაბელ მარანტის“ და „დიორის“ ტანსაცმლის ხაზის ჩვენებებზე.
პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე საინტერესო დეტალებზე თათია ბუხრაშვილი მოგვიყვება.