საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, თბილისში პარაწოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს. პარიზის პარალიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე 71 ქვეყნის პარასპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის 22 ქართველი. თბილისი პარაწოლჭიმში ასეთი მაღალი რანგის ტურნირს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. შეჯიბრი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
შეგახსენებთ, რომ პარასპორტის ამ სახეობაში, პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშებზე ქართველი პარაწოლჭიმელი, ევროპის ჩემპიონი აკაკი ჯინჭარაძე იასპარეზებს.