პარიზის პარალიმპიური თამაშები სრულდება.
ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძე იასპარეზებს. 22:30 წუთზე კი დახურვის საზეიმო ცერემონია დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის 13 პარასპორტსმენიდან, რვამ პარალიმპიური მედალი მოიპოვა.