პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები წარდგენილნი იქნებიან შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ოლიმპიელების შემთხვევაში.