პარიზიდან თბილისში დაბრუნდნენ პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე. მათ თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. შეგახსებთ, რომ 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის მკვრელი გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედალს კი პარა ტაეკვონდოისტი, ანა ჯაფარიძე დაეუფლა. ოჩხიკიძემ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა და ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური გახდა.