ხვალიდან საქართველოს პირველი არხი პარალიმპიადის ჩვენებას იწყებს.
გახსნის ცერემონია ტოკიოში თბილისის დროით 15 საათზე იგეგმება. ტრანსლირების უფლება ტელევიზიამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მოიპოვა. ეს არის პარალიმპიური თამაშების ჩვენების პირველი შემთხვევა ქართულ ტელე სივრცეში. საქართველოს ნაკრები იაპონიაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ქართველი პარალიმპიელების ასპარეზობას პირველი არხი 5 სექტემბრამდე უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ.