წარმატებული დასაწყისი პარალიმპიურ თამაშებზე. საქართველოს ნაკრებს უკვე ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს. პირველი მედალი ქვეყანას პარატაეკვონდოში მოასპარეზე ანა ჯაფარიძემ მოუტანა. ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში, მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. დღეს პარიზში კიდევ სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარამძლეოსანმა დავით ქავთარაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლიეს, არგენტინელ მეტოქესთან დამარცხდა პარატაეკვანდოისტი გიორგი ნიკოლაძეც.
ჩართვა პარიზიდან – ნიკოლოზ ბერაძე პირდაპირ ეთერში.