ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა – როგორ აპირებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის დაძლევას.
ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, რომ პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს, ოპოზიციის ნაწილი და მმართველი გუნდი ერთ მაგიდასთან დასხდომას ვერ ახერხებენ და ორ სხვადასხვა ჯგუფში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. გრძელდება ურთიერთბრალდებებიც. მმართველი გუნდი პოლარიზაციის გაღრმავებაში „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. ბრალდების ადრესატები კი აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება თავად „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ალტერნატიულ ფორმატს აკრიტიკებს ოპოზიციის ის ნაწილიც, ვინც ევროკავშირის პრიორიტეტებზე მმართველ გუნდთან ერთად მუშაობს.
რა შედეგს მოუტანს ქვეყანას ერთი მიზნისთვის მომუშავე, ორი სხვადასხვა ჯგუფი – ამ კითხვაზე პასუხი ცნობილი წლის ბოლოს გახდება.