პირველი არხის მეგაპროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის პანელური დისკუსია გაიმართა.
დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა და პროექტის შესაძლებლობებსა და პანდემიის პირობებში ინვესტორებსა და ახალგაზრდა სტარტაპებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პანელს პროექტის „შარქებიც“ ესწრებოდნენ. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.